გზის გარეშე დარჩენილი სოფელი საზანო - მოსახლეობის პრობლემების მერიას არ ესმის
გზა, რომელიც არსად მიდის - ასეთი ვითარება სოფელ საზანოში. ზესტაფონის რაიონში მცხოვრები ხალხი გაუსაძლის ყოფაზე ალაპარაკდა. სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოშლილია. მოსახლეობამდე მისვლა უჭირთ სასწრაფო დახმარების ექიმებსაც. სკოლის მოსწავლეები კი წვიმასა და სიცივეში უკვე წლებია კილომეტრიან გზას ფეხით გადიან, რადგან როცა წვიმს, ტალახის გამო ისედაც რთულ გზაზე მანქანის გადაადგილება შეუძლებელი ხდება.
ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს უკვე წლებია აიმედებს, თუმცა პრიორიტეტების სიაში შეყვანილების დრო არასდროს დადგა. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე იყო. ქალაქის მერმა გაბრაზებულ ხალხს პასუხების ნაცვლად მუქარა დაახვედრა.