გლდანის ტბა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა
გლდანის ტბა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. ადგილობრივებმა განგაშის სიგნალი ჩართეს. ისტორიულ-რეკრეაციული ზონა, ფაქტობრივად, დაჭაობების პირასაა. მიზეზი არხებია, რომელიც ადგილობრივების ინფორმაციით, არ იწმინდება, რაც წყლის ტბაში ჩადინებას აფერხებს. გაუწმენდავი არხები ავტომატურად იწვევს ანტისანიტარიას და არსებობს დაავადებების გავრცელების რისკიც.
დილიდან გლდანის ტბასთან მოხალისეებმა მძიმე ტექნიკა საკუთარი სახსრებით შეიყვანეს. საკუთარი ხელებით, ნაგვისა და ტალახისგან გაათავისუფლეს ჩახერგილი არხი თუმცაა ეს მხოლოდ გასაკეთებელი საქმის მცირე ნაწილია. ადგილობრივი მოსახლეობაა დახმარებას ითხოვს.