უკრაინელებსა და რუსებს შორის ფრონტზე 25-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა

21.08.23 09:46
უკრაინელებსა და რუსებს შორის ფრონტზე 25-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 25-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

გენშტაბის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კუპიანსკის მიმართულებით რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელ სინკოვკას მახლობლად წარუმატებელი შეტევა განახორციელეს. ბახმუტის მიმართულებით კი დონეცკის ოლქის კურდიუმოვკას მახლობლად წინსვლას ცდილობდნენ.

უწყების ინფორმაციით, უკრაინელი მებრძოლები მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან და კონტრშეტევას ახორციელებენ.

 

მსგავსი სიახლეები