ტერიტორიის გაცვლა? მზად ვართ ბელგოროდი გავცვალოთ NATO-ში ჩვენს წევრობაზე - ზელენსკი
დათმობს თუ არა უკრაინა ტერიტორიებს NATO-ს წევრობისთვის - ამ კითხვას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა.
პრეზიდენტი გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და NATO-ში გაწევრიანების გზა იყოს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა მზად არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაზე რუსეთის ბელგოროდი გაცვალოს.
ტერიტორიის გაცვლა? მზად ვართ ბელგოროდი გავცვალოთ ნატო-ში ჩვენს წევრობაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.