"ლაგუნა", წილოსანის ოჯახის ცათამბჯენები - რა განზრახვა აქვს საკრებულოს და რა დოკუმენტები მოიპოვა ოპოზიციამ
მწვანე შუქი თბილისის ჩაბეტონებას - დედაქალაქის საკრებულო დაჩქარებულ ვადებში იწყებს ყველა იმ პროექტის განხილვას, რომელიც სადავოა და ოპოზიციას კითხვები გააჩნია. საზაფხულო არდადეგებზე, მაშინ როცა ყველა ისვენებს, კახა კალაძემ საკრებულოში სადავო პროექტები დასამტკიცებლად გადაგზავნა. საკრებულოს სხდომა 25 აგვისტოს გაიმართება.
ოპოზიციამ აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ყველა სადაო პროექტი, რომელიც თბილისისთვის ურბანული გენოციდიის ტოლფასია, საკრებულომ მიმდინარე კვირაში უნდა დაამტკიცოს.
განსახილველ საკითხებს შორის არის დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონება, ნოშრევან ნამორაძის მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც სპორტის უნივერსიტეტის ადგილას უნდა აშენდეს. განიხილავენ "ლაგუნისა" და "აბრეშუმის ფაბრიკის" საკითხებსაც.
ოპოზიციის შეფასებით, თუ საკრებულოში განაშენიანების ახალი რეგულირების გეგმას მიიღებენ, მაშინ თბილისი ურბანულ გენოციდამდე მივა.