დანია უკრაინას F-16 ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს

21.08.23 09:58
დანია უკრაინას F-16 ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს

ნიდერლანდების შემდეგ უკრაინას F-16 ტიპის 19 თვითმფრინავს დანია გადასცემს. გადაწყვეტილება დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

ომის დაწყებიდან დანია უკრაინის მხარდამჭერია, რადგან თქვენი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე კი, ვოლოდიმირ ზელენსკის ნიდერლანდებში ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს უკრაინას ნიდერლანდებიც გადასცემს.

მსგავსი სიახლეები