მკაცრად ვგმობთ ოკუპანტების მიერ განხორციელებულ მხდალ თავდასხმას ჩერნიჰივზე - ბორელი

21.08.23 10:03
მკაცრად ვგმობთ ოკუპანტების მიერ განხორციელებულ მხდალ თავდასხმას ჩერნიჰივზე - ბორელი

რუსეთის მხრიდან ჩერნიჰივზე თავდასხმას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა და რუსი ოკუპანტების ქმედება სიმხდალედ მოიხსენია.

მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ჩერნიგოვზე განხორციელებულ კიდევ ერთ მხდალ და მიზანმიმართულ თავდასხმას, რომლის სამიზნე უნივერსიტეტი და თეატრი იყო და რომლის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა და ბევრი დაშავდა. ახლა, როგორც ყოველთვის, ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან", - წერს ბორელი Twitter-ზე.

19 აგვისტოს რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა ჩერნიჰივის ცენტრი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 148 ადამიანი დაშავდა, ხოლო შვიდი პირი დაიღუპა. 

მსგავსი სიახლეები