მდინარე ლიახვში ქალის ცხედარი იპოვეს

21.08.23 10:23
მდინარე ლიახვში ქალის ცხედარი იპოვეს

მდინარე ლიახვში ქალის ცხედარი იპოვეს. 35 წლის ქალს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. გამთენიისას კი, ძაუს რაიონის სოფელ გუფთასთან, მდინარე ლიახვში ნახეს.

ქალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის  რესპუბლიკის ჯავის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამმართველოს  სოფელ გუფთას მკვიდრმა მიაწოდა და დისშვილის მოძებნა სთხოვა.

რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები