რომ ვწვები, ვიძახი, ნეტა, დილა არ გამითენდეს მეთქი - გორში გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ

21.08.23 11:27
რომ ვწვები, ვიძახი, ნეტა, დილა არ გამითენდეს მეთქი - გორში გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ

დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა გორში. გარემოვაჭრეები ისევ ვაჭრობის უფლებას ითხოვენ. ჭავჭავაძის ქუჩაზე ათობით მოვაჭრეს დილიდან ისევ მუნიციპალური სამსახური და პოლიცია დაახვედრეს. 

დახლების გაშლის უფლებას კი ლუკმაპურის ფულის საშოვნელად გარეთ გასულებს ამ დრომდე არ აძლევენ. ცოტა ხნის წინ აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოთ გახდა. მას ექიმების დახმარება დასჭირდა. გარემოვაჭრები ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან მუნიციპალური სამსახურის მოთხოვნებს.

ერთადერთი ქალი ვარ, ვინც შვილებს არჩენს, უპატრონო ბავშვები არიან. ავადმყოფები შემომცქერიან, მალე მოდი, რამე გაგვიკეთეო. ესენი ხომ ძღებიან და სხვა არ ადარდებს, ხალხი არ ადარდებთ. თავიანთ ნათესავებს ასაქმებენ, მდიდრდებიან. საღამოს რომ ვწვები, ვიძახი, ნეტა, დილა არ გამითენდეს მეთქი, ასეთ დღეში ვარ,“ - ამბობს ერთ-ერთი გარე მოვაჭრე.

მსგავსი სიახლეები