კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მერი ხინჩეგაშვილისგან, რომ თავი დაანებოს მშიერი ადამიანების დევნას - ჩხარტიშვილი

21.08.23 11:46
კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მერი ხინჩეგაშვილისგან, რომ თავი დაანებოს მშიერი ადამიანების დევნას - ჩხარტიშვილი

ხმაური გორში - გარემოვაჭრეებისთვის მუშაობის უფლების მიცემას ითხოვს "ლეიბორისტული პარტია". ლაშა ჩხარტიშვილი მიმართავს მმართველ პარტიას, რომ მოქალაქეებს ღირსეული პირობები შეუქმნას. 

კიდევ ერთხელ მოვითხოვთ „ქართული ოცნებისგან“, მერი ხინჩეგაშვილისგან, რომ თავი დაანებოს მშიერი ადამიანების დევნას და აკრძალვის ნაცვლად, გარე ვაჭრობას მისცეს ცივილური ფორმა. თუ ბაზრობებზე დამატებით ფულის შოვნა უნდათ ამ გაჭირვებული ხალხის ხარჯზე და მათ კონკურენტებად აღიქვამენ, ეს, რა თქმა უნდა, არაადამიანური დანაშაულია, მორალურიც და პოლიტიკურიც და შეიძლება სამართლებრივი,“ - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები