ამ ხალხს გარეთ დგომა არ ეხალისება, ესენიც გადარჩენისთვის იბრძვიან ქუჩაში - ბადრი გრიგალაშვილი
"ამ ხალხს აქ დგომა არ ეხალისება, ესენიც გადარჩენისთვის იბრძვიან ქუჩაში," - ეს განცხადება "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა ბადრი გრიგალაშვილმა გააკეთა.
ბადრი გრიგალაშვილი გორში გარე მოვაჭრეების მოთხოვნას უერთდება და ამბობს, რომ ამ მოქალაქეების უფლებებს ადგილობრივი ხელისუფლება არღვევს.
ვაჭრობა უნდა იყოს თავისუფალი. ამ ხალხს აქ დგომა არ ეხალისება, ესენიც გადარჩენისთვის იბრძვიან ქუჩაში. სინამდვილეში, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სიღარიბე - თუკი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ბუნებრივია, ეს ხალხი აქედან წავა. მაგრამ სანამ ასეთ ჭაობშია ეს ქვეყანა, მგონია, რომ ამ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება ნებისმიერი საშუალებით ივაჭრონ,“ - ამბობს ბადრი გრიგალაშვილი.