რომელია უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები საქართველოსთვის - საქსტატი სავაჭრო ბრუნვის მონაცემებს აქვეყნებს

21.08.23 12:27
რომელია უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები საქართველოსთვის - საქსტატი სავაჭრო ბრუნვის მონაცემებს აქვეყნებს

2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18 პროცენტით მეტია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 3.58 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 15.9%-ით), ხოლო იმპორტი 8.52 მილიარდ აშშ დოლარს (გაიზარდა 19 პროცენტით). 

საქსტატის ცნობით, ბოლო 6 თვეში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • სომხეთი — 495.0 მლნ. აშშ დოლარი;
  • აზერბაიჯანი – 485.3 მლნ. აშშ დოლარი;
  • რუსეთი — 416.2 მლნ. აშშ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.7 პროცენტი შეადგინა. 

  • თურქეთი — 1.42 მილიარდი აშშ დოლარი;
  • რუსეთი — 1.09 მილიარდი აშშ დოლარი;
  • აშშ — 975.3 მლნ. აშშ დოლარი.

რაც შეეხება ქვეყნის უმსხვილეს პარტნიორებს, სამეული ასე გამოიყურება:

  • თურქეთი — 1.69 მილიარდი აშშ დოლარი;
  • რუსეთი — 1.5 მილიარდი აშშ დოლარი;
  • აშშ — 1.02 მილიარდი აშშ დოლარი.

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში კი პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა -  1.18 მილიარდი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.9%-ს შეადგენს.

მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 380.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.6%). ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 150.3 მლნ. აშშ დოლარით (4.2%).

მსგავსი სიახლეები