"ხალხის ძალა" დაკავებების ახალ სერიას აანონსებს - რას ამბობს "ოცნება"

21.08.23 13:15
"ხალხის ძალა" დაკავებების ახალ სერიას აანონსებს - რას ამბობს "ოცნება"

"ხალხის" ძალა დაკავებების ახალ სერიას აანონსებს -"ოცნება" მისგან გამოყოფილი დანაყოფის მოთხოვნას, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას არასამთავრობო სექტორზე, მედიასა და ოპოზიციაზე, რელევანტურს უყწოდებს და ამბობს, რომ არსებობს კითხვის ნიშნები, რომელიც თუ იქნება გამოძიებული, მისასალმებელი იქნება.

"ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება უცხოეთიდან ფინანსდებოდეს და ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით, მაგრამ პოლიტიკის სამსახურში დგას, რა საკვირველია ეს არმგონია მეც, რომ ისეთი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს. თუ კი ამას რელევანტური სახელმწიფო დაწესებულება შეისწავლის სამართლებრივ კვალიფიკაციას, შეფასებას მისცემს და აქედან გამომდინარე, საზოგადოება იქნება ინფორმირებული ასეთი ქმედებების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, თუ მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება. ვფიქრობ, რომ სწორია, რომ კითხვა გაჩნდა შესაბამისად ამას სჭირდება სწორად გამოკვლევა", - მიხეილ სარჯველაძე.

"ქართული ოცნების" დანაყოფი "ხალხის ძალა" ყველას ციხეში გაშვებით ემუქრება, ვინც არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს ან ილაპარაკებს. ქართული ოცნების სატელიტები ოპოზიციას, არასურველ მედია მენეჯერებსა და ენჯეოების ხელმძღვანელებს დაჭერით ემუქრებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ მათზე, ვინც  ქუჩაში იდგა და 2020 წელს არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა.  ხალხის ძალა გავრცელებულ განცხადებაში უპირსპირდება ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებსაც. გამოცდილ დიპლომატებს  ანტიდასავლურად განწყობილი დეპუტატები ქართველი ხალხის მოტყუებასა და პოლიტიკური კრიზისის გამოგონებაში ადანაშაულებენ.
 

მსგავსი სიახლეები