"შუალედურ შედეგებზე საუბარი შეუძლებელია" - "ოცნება" შოვის ტრაგედიაზე

21.08.23 13:17
"შუალედურ შედეგებზე საუბარი შეუძლებელია" - "ოცნება" შოვის ტრაგედიაზე

რა ეტაპზეა გამოძიება, რომელიც გომელაურის უწყებამ შოვში მომხდარ ტრაგედიაზე დაიწყო? - სტიქიური უბედურებიდან მე-19 დღესაც ეს კითხვა ისევ პასუხგაუცემელია. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა 28 უდანაშაულო ადამიანის სიკვდილზე - საზოგადოებაში დაგროვილ კითვებს, როგორც ჩანს, პასუხი კიდევ დიდი ხნით არ გაეცემა.

"ქართულმა ოცნებამ" უკვე დააანონსა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შუალედური დასკვნის შედეგებს არ ელოდება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ შოვის სტიქია იმდენად მასშტაბურია, რომ დასკვნა კიდევ დიდი ხნით დაიგვიანებს. 

კონკრეტულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს სამეცნიერო პროფილის წარმომადგენლებმა იმისთვის, რომ დადგინდეს კონკრეტული ტრაგედიის კონკრეტული მიზეზი, ამ შემთხვევაში შეიძლება საუბარი თუნდაც შუალედურ შედეგებზე და მანამდე, რასაკვირველია, ეს შეუძლებელია. რაც არ უნდა ცეცხლის დანთება შეეცადოს ვინმე, რომ შუალედური შედეგები არ გამოქვეყნებულა აქამდე, ამას გააჩნია თავისი ობიექტური საფუძველი და საბაბი,“ - ამბობს სარჯველაძე.

მსგავსი სიახლეები