მოსახლეობა ღირსია, რომ იცოდეს შოვის გამოძიების დეტალები - ბოტკოველი

21.08.23 13:26
მოსახლეობა ღირსია, რომ იცოდეს შოვის გამოძიების დეტალები - ბოტკოველი

"საგამოძიებო კომისია, ვფიქრობ, რომ იტყვის ძალიან მნიშვნელოვან რამეებს და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ცალკე დამოუკიდებლად ვმუშაობთ კონკრეტულ მასალებზე," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა გააკეთა.

ბოტკოველისთვის მიუღებელია ხელისუფლების გადაწყვეტილება, არ გაასაჯაროოს შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში. ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო კომისია ბევრ დეტალს გამოააშკარავებს.

ამის გარდა, ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ ენმ პარლამენტს მიღმა მუშაობს ტრაგედიის კონკრეტულ დეტალებზე, რაც მნიშვნელოვან როლს შეიტანს საქმის გამოძიებაში.

რამდენი დღეა გასული ტრაგედიიდან და უკვე მოსახლეობა ღირსია იმის, რომ იცოდეს რაღაც დეტალები, გამოძიება უნდა მუშაობდეს და ამის შესახებ უნდა საუბრობდეს დღეს საგამოძიებო ორგანოები. პირიქით, "ქართული ოცნება" ამ შემთხვევაში დაკავებულია თემების გადაფარვით და ბოდიშის მოხდით და თუ ვინმეს გულწრფელი ჰგონია ვინმეს მოხდილი ბოდიში, გულწრფელები იყვნენ მაშინ, როდესაც საუბრობდნენ საუბრობდნენ იმ მავნებლობას. ამიტომ საგამოძიებო კომისია, ვფიქრობ, რომ იტყვის ძალიან მნიშვნელოვან რამეებს და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ცალკე დამოუკიდებლად ვმუშაობთ კონკრეტულ მასალებზე, რომელიც ამ საგამოძიებო კომისიისთვის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იქნება,“ - ამბობს გიორგი ბოტკოველი.

მსგავსი სიახლეები