შოვის ტრაგედიაზე დროებითი კომისიის არ შექმნა აღიარებაა იმის, რომ ხელისუფლებაა დამნაშავე - გოცირიძე

21.08.23 13:31
შოვის ტრაგედიაზე დროებითი კომისიის არ შექმნა აღიარებაა იმის, რომ ხელისუფლებაა დამნაშავე - გოცირიძე

"ნებისმიერი დასკვნა იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება არის დამნაშავე ამ პროცესებში", - ეს განცხადება "ევროოპტიმისტების" ჯგუფის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო კომისია დაადგენს შოვის ტრაგედიაში ხელისუფლების პასუხისმგებლობას.

ვერ უზრუნველყვეს ტრაგედიის თავიდან აცილება და წლების განმავლობაში, არ იყო გამართული ეს სისტემა და იგივე შეცდომა იქნა განმეორებული, რაც წინა შემთხვევებში, თუნდაც იგივე მდინარე ვერეს ტრაგედიის დროს, ამას უნდა იძიებდეს პროკურატურა. დროებითი კომისიის არ შექმნა ნიშნავს აღიარებას იმის, რომ ხელისუფლება არის დამნაშავე ამაში,“ - ამბობს რომან გოცირიძე.

მსგავსი სიახლეები