"ელჩად ვერ შედექით", "Good bye my darling" - ირაკლი ზარქუას მიმართვა ამერიკის ელჩს

21.08.23 14:34
"ელჩად ვერ შედექით", "Good bye my darling" - ირაკლი ზარქუას მიმართვა ამერიკის ელჩს

"ელჩად ვერ შედექით", "Good bye my darling" - ამ სიტყვებით მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ამერიკის ელჩს კელი დეგნანს.

ირაკლი ზარქუა გააღიზიანა ამერიკის ელჩის ერთ-ერთმა ბოლო ინტერვიუმ "რადიო თავისუფლებასთან", სადაც კელი დეგნანი ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდებს. ელჩმა ასევე გააკრიტიკა პოლიტიკური პარტიები და აღნიშნა, რომ პოლარიზაცია 2020 წლის არჩევნების შემდეგ გამწვავდა. 

ამერიკის ელჩმა ასევე ისაუბრა მომავალ არჩევნებზე, რომელიც ელექტრონული სისტემით უნდა ჩატარდეს და არ გამორიცხა, რომ ხარვეზებით წარიმართოს პროცესი.

გარდა ამისა, ელჩმა პოლიტიკურ პარტიებს გამბედაობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის დრო ევროკომისიის მიერ დაკისრებული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.

მსგავსი სიახლეები