პარტნიორებმა კარგად იციან, თუ როგორი მანიპულირება ხდება რუსული "ოცნების" მხრიდან არჩევნების - სამუშია
2024 წლის არჩევნები საფრთხეშია - ამერიკის ელჩის განცხადება განგაშის სიგნალია ოპოზიციისთვის. "ლელოში" დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნების გასაყალბებლად ხელისუფლება ყველა ღონეს იხმარს.
ლევან სამუშია ამბობს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რა მანიპულაციებს იყენებს "ქართული ოცნება" სასურველი შედეგის მისაღებად.
სხვა რა განცხადებას გააკეთებდა რუსული ძალის წარმომადგენელი. ისინი არიან რუსეთის წარმომადგენლები და რუსეთისთვის მიუღებელია ყოველგვარი დასავლური, დემოკრატიული.
ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა კარგად იციან, თუ როგორი მანიპულირება ხდება რუსული "ოცნების" მხრიდან არჩევნების და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მეგობრის რჩევა არის ქართველი ხალხის მიმართ,“ - ამბობს ლევან სამუშია.
მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წუხილი ამერიკის ელჩმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გამოთქვა. კელი დეგნანი არ გამორიცხავს, რომ ელექტრონული ხმის მიცემის დროს ხარვეზები დაფიქსირდეს. ამას გარდა, კელი დეგნანმა მოსახლეობას არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.