პარტნიორებმა იციან, თუ როგორი წინასაარჩევნო გარემოს წარმოსახვა უნდა "ოცნებას" - დეკანოიძე

21.08.23 15:17
პარტნიორებმა იციან, თუ როგორი წინასაარჩევნო გარემოს წარმოსახვა უნდა "ოცნებას" - დეკანოიძე

"ეს ნიშნავს იმას, რომ პატარა გადაცდომაც კი "ქართული ოცნების" მხრიდან ნიშნავს სწორედ არაღიარებას არჩევნების შედეგის," - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" წევრი ხატია დეკანოიძე ამერიკის ელჩის განცხადებას 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.

ელჩის განცხადება ხატია დეკანოიძეს უდასტურებს ფაქტს, რომ პარტნიორები მმართველი ძალის მანიპულაციების შესახებ საქმის კურსშია. დეკანოიძის თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას ამომრჩევლის საარჩევნო ყუთთან მისვლამდე იწყებს.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ძალიან კარგად ინფორმირებული, თუ როგორი წინასაარჩევნო გარემოს წარმოსახვა უნდა "ოცნებას". ეს ნიშნავს იმას, რომ პატარა გადაცდომაც კი "ქართული ოცნების" მხრიდან ნიშნავს სწორედ არაღიარებას არჩევნების შედეგის. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არჩევნები "ქართული ოცნების" მხრიდან არ ყალბდება მხოლოდ არჩევნების დღეს. გაყალბება და მანიპულაციები იწყება არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები