რა მოხდა შოვში - ალტერნატიული საგამოძიებო ჯგუფი პირველად შედეგებს გაასაჯაროებს
რა მოხდა შოვში - რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით "გამარჯვების პლატფორმა" პირველადი მოკვლევის შედეგებს რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს.
როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, საქმეზე პლატფორმის მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი აწარმოებს მოკვლებას და შედეგები საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
მოკვლევა საკითხების მიმდინარეობს, ეს გამარჯვების პლატფორმასთან, ენმ-სთან არსებული ჯგუფი ამას იკვლევს და შესაბამისად, როდესაც გარკვეული დასკვნები იქნება, ეს გასაჯაროვდება და ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ეს წარედგინება საზოგადოებას,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.