გამოძიება რეალურად არ მიმდინარეობს და რა შუალედური დასკვნა უნდა გამოაქვეყნონ - სამუშია
"გამოძიება რეალურად არ მიმდინარეობს და რა შუალედური დასკვნა უნდა გამოაქვეყნონ," - ასე აფასებს "ლელოს" წევრი ლევან სამუშია შოვის ტრაგედიაზე მიმდინარე გამოძიებას.
ტრაგედიიდან მე-19 დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი დასკვნის შედეგები საზოგადოებისთვის არ გაუცვნია. უცნობია, ასევე რამდენი მოქალაქე დაიკითხა შოვში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.
სამუშია დარწმუნებულია, რომ მიმდინარე გამოძიება ფორმალურია, რადგან იმ შემთხვევაში თუ რეალური სურვილი იარსებებდა ობიექტური მოკვლევის, საქმის წარმოება პროკურატურას უნდა დაეწყო.
გამოძიება დაწყებულია ფორმალურად. გამოძიების წარმოების უფლებაც არ აქვს შსს-ს სამოხელეო დანაშაულზე, ვითომ რა გამოძიებაც მიმდინარეობს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რაიმე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისკენ არ არის მიმართული. გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს პროკურატურაში, ის უარს ამბობს და უკვე ფორმალურად თქვეს, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს კანონი, სამართალი და სამართლებრივი სახელმწიფო,“ - ამბობს ლევან სამუშია.