"ვერ არიან კარგად" - ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცესში ჩართულობაზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მზაობას, რომ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში და მოსახლეობის პოზიციები მოისმინოს, "ქართულ ოცნებაში" კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილს შეახსენებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს საარჩევნო პროცესში უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართულობას.
ვერ არიან კარგად - ამით შეიძლება შეფასდეს რადიკალური ოპოზიცია და მათი ბელადი. მისცენ ერთი კონსტიტუცია და წააკითხონ, საქართველოს მოქალაქე არ არის სააკაშვილი და კეთილი ინებოს და ამ ქვეყნის კონსტიტუციას პატივი სცეს.
ეს გოგო მეცოდება, ჯაფარიძის მიმართ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, ახლა დანიშნა წარმომადგენლად, აბა, ჩემი ხაბე ვინ არის. ამ დროს სააკაშვილი ნიშნავს თავის წარმომადგენლად ჯაფარიძეს, რომელმაც უნდა მოიაროს მთელი საქართველო, არ ვიცი, რაზე უნდა ელაპარაკოს, მაგრამ მცდელობა აქვთ. მივმართავ საზოგადოებას - ხედავთ რასთან გვაქვს საქმე? - ასეთი ხელმოცარულები, რომლებიც ვერ გარკვეულან, მთავარი ოპოზიციური პარტია ჰქვია და სამი წარმომადგენელი მოვა თქვენთან და სამივე ალბათ თავის პლატფორმაზე.
დაუჯერეთ, სოფო ჯაფარიძეს, იმიტომ, რომ სააკაშვილის წარმომადგენელია, რომელიც არალეგიტიმურია საარჩევნო პროცესში რომ იყოს ჩართული ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ასეთ დომხალთან გვაქვს საქმე და რა უნდა გამოუვიდეთ ამ ხელმოცარულებს,“ - ამბობს ირაკლი ზარქუამ.