ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ბელარუსთან "დამოუკიდებლობის აღიარებაზე" მოლაპარაკებებს აწარმოებს

21.08.23 16:06
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ბელარუსთან "დამოუკიდებლობის აღიარებაზე" მოლაპარაკებებს აწარმოებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ბელარუსთან "დამოუკიდებლობის აღიარებასთან" დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ავრცელებს.

ჩვენ ვავითარებთ კარგ დიალოგს ბელარუსის რესპუბლიკასთან. თუ ბელარუსი გვაღიარებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის" - განაცხადა არძინბამ.

მისივე თქმით, ბელარუსის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გააძლიერებს აფხაზეთის იმიჯს და მის სუბიექტურობას. 

ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის სექტემბერში ალექსანდრე ლუკაშენკო ჩავიდა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბელარუსის ლიდერის რესპუბლიკაში ვიზიტზე დიდი იმედებს ამყარებს.

მსგავსი სიახლეები