კობახიძის მუქარა - „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა

01.06.21 12:09
კობახიძის მუქარა - „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწევს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოსაწერად გონივრულ ვადას აძლევს.

კობახიძე ოპოზიციას დღესაც ემუქრება და ამბობს, რომ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლები მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ სამუშაო პროცესში ვერ ჩაერთვებიან.

ბუნებრივია, მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაცმოძრაობის" პარლამენტში შემოსვლას არავითარი არც მატერიალური, არც ფორმალური ფასი არ აქვს.  ლოგიკურია პარტნიორების მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცმოძრაობამ" უნდა მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს. უფრო მეტიც, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვიდრე ხელი არ მოეწერება გონივრულ ვადაში ამ დოკუმენტს, მანამდე „ნაცმოძრაობა" ვერ ჩაერთვება ვერცერთ სამუშაო პროცესში, რომელიც მიშელის დოკუმენტის აღსრულებასთან არის დაკავშირებული. მათ მოუწევთ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა",- განაცხადა კობახიძემ, თუმცა არ დააკონკრეტა  როდის იწურება "გონივრული ვადა".