ფემიციდი მარნეულში - ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული კაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

21.08.23 16:19
ფემიციდი მარნეულში - ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული კაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ფემიციდი მარნეულში - ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული კაცი რუსთავის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. ბრალდების მხარის ინფორმაციით, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

არსებული ცნობებით, ქმარმა ცოლს დანა გულ-მკერდში ჩაარტყა, კონფლიქტის დროს მათი 15 წლის შვილიც დაიჭრა. დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი სიახლეები