ვერ დააზღვევს ელექტრონული ტექნოლოგიები ვერც დაშინებას, ვერც მოსყიდვას - გიორგი სიორიძე
"ვერანაირად ვერ დააზღვევს ელექტრონული ტექნოლოგიები ვერც დაშინებას, ვერც მოსყიდვას," - ასე ეხმაურება "ლელოს" წევრი გიორგი სიორიძე ამერიკის ელჩის წუხილს, რომ შესაძლოა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ხარვეზებით წარიმართოს.
გიორგი სიორიძე, რომელიც ცესკო-ში მუშაობდა და თავმჯდომარის მოადგილე იყო, ამბობს, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მანიპულაციები არ მოხდება.
შენიშვნები, რომელიც ჰქონდა ქალბატონ ელჩს, რა თქმა უნდა, დასაბუთებული, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებას, რა თქმა უნდა, ჰქონია ხარვეზი, მაგრამ სწორად შენიშნავს დეგნანი, რომ მნიშვნელოვანია ინფორმაცია ჰქონდეს ამომრჩეველს ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ დააზღვევს ელექტრონული ტექნოლოგიები ვერც დაშინებას, ვერც მოსყიდვას, ადამიანის ნებაზე გავლენის მოხდენის სხვა მცდელობებს, რასაც სჩადის სუსი და მთელი სახელმწიფო აპარატი,“ - ამბობს გიორგი სიორიძე.