ჩვენი ქვეყანა არის ბანანების რესპუბლიკა და ამიტომ მოსულა? - ირაკლი ზარქუა

21.08.23 17:15
ჩვენი ქვეყანა არის ბანანების რესპუბლიკა და ამიტომ მოსულა? - ირაკლი ზარქუა

"იქ თუ დანაშაულია ის, რომ წაგებულის არაღიარება და გაყალბებაში დადანაშაულება გამარჯვებული პარტიის, აქ რა, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი მოსულა, ეს არის ბანანების რესპუბლიკა და ამიტომ მოსულა?" - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურბა, სადაც "ხალხის ძალის" წარმომადგენლები ოპონენტების დაჭერით იმუქრებიან და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მიუთითებენ.

ირაკლი ზარქუა "ხალხის ძალის" განცხადებას იზიარებს და ამბობს, რომ გარკვეული ზომების გატარება საჭიროა.

მგონია, რომ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც შეგნებულად ცდილობდა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა და რევოლუციური ტალღა და ეს ქვეყანა შეენჯღრიათ, ყველა ასეთი ადამიანის მიმართ გარკვეული ზომები უნდა იყოს მიღებული, რომ შემდეგში არავინ გაბედოს, დაფინანსებების შემდეგ, რომ ეს ქვეყანა ქაოსში და არეულობებში შეიყვანოს,“ - ამბობს ზარქუა.
 

მსგავსი სიახლეები