ბიძინა ივანიშვილს 9-10 კლოუნი ჰყავს - ჩიხლაძე "ხალხის ძალაზე"

21.08.23 17:41
ბიძინა ივანიშვილს 9-10 კლოუნი ჰყავს - ჩიხლაძე "ხალხის ძალაზე"

ივანიშვილის კლოუნებს უწოდებს "ხალხის ძალის" დეპუტატებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე.

ჩიხლაძის თქმით, შუა საუკუნეებში, ყველა ავტორიტარულ მმართველს ჰყავდა კლოუნები თავის კარზე.

"ქართული ოცნებისგან" და ივანიშვილ-ღარიბაშვილისგან არაფერია გამორიცხული, თუმცა, ამ ე.წ-მა "ხალხის ძალამ" ვფიქრობ, რომ უკვე რაღაცა კლოუნის როლი უფრო მოირგეს. შუა საუკუნეებში, ყველა ავტორიტარულ მმართველს ჰყავდა კლოუნები თავის კარზე, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილსაც ჰყავს 9-10 კლოუნი, რომლებსაც სპეციალური როლი შესთავაზა". - ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

"ხალხის ძალის" წარმომადგენლები ოპონენტების დაჭერით იმუქრებიან და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პროკურატურას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მიუთითებენ.

მსგავსი სიახლეები