"გამოთაყვანებულ სააკაშვილს აფხაზეთში რევანში სურს, არანაირი რევანში არ იქნება" - ინალ არძინბა
"ჩვენ პრაქტიკულად არ ვართ არცერთ რუკაზე, გარდა რუსულისა... გამოთაყვანებულ სააკაშვილს აფხაზეთში რევანში სურს, არანაირი რევანში არ იქნება", - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ სამუშაო ვიზიტით ენგურის ხიდზე ყოფნის დროს განაცხადა.
მისი თქმით, საგანგაშო სიგნალია, რომ "ქართული რადიკალური ჯგუფები უკრაინის ტერიტორიაზე ფაშიზმისა და ნეონაციზმის მხარეს იბრძვიან "
“ჩვენ პრაქტიკულად არც ერთ რუკაზე არ ვართ, გარდა რუსულისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ჩვენი რუსი მეგობრები ამ უსამართლობის დაძლევაში გვეხმარებიან.
საზღვარზე შედარებით შვიდი და სტაბილური სიტუაციაა, თუმცა, ჩვენ მომსწრე ვართ, რა ხდება საქართველოს თავს. სამწუხაროდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაზე დანახარჯები მნიშვნელოვანია, რაც ჩვენთვის საგანგაშო სიგნალია. სანაგაშოა ისიც, რომ ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი შესაბამისი შეთანხმება ძალის გამოუყენებლობაზე აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. საგანგაშო სიგნალია ისიც, რომ ქართული რადიკალური ჯგუფები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე ფაშიზმისა და ნეონაციზმის მხარეს.
კარგად ვიცით ისიც, რომ ისეთი ხალხი, როგორიც სააკაშვილია, ელოდებიან მათ დაბრუნებას საქართველოში იმისთვის, რომ ისევ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და პირველი, რის გაკეთებასაც გეგმავენ, ეს ჩვენი ინფორმაციაა, არის პროვოკაცია სწორედ საზღვარზე და ამერიკელების დავალებით შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივება. ბატონ სააკაშვილს კი, მაგ გამოთაყვანებულს, უკაცრავად, გამოთქმისთვის, სურს რევანში, თუმცა, ცხადია, არ იქნება არანაირი რევანში, - დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევაგროვოთ საჭირო ოპერატიული ინფორმაცია, რასაც ვაკეთებთ, გავაკეთოთ სერიოზული ანალიტიკა და დასკვნები და მივიღოთ დროული, შესაბამისი გადაწყვეტილებები, - თქვა მან.