აშშ-ს ელჩის ბოლო გზავნილი, რომელმაც ხელისუფლება წყობიდან გამოიყვანა - როგორ აცილებს "ოცნება" დეგნანს
როგორ აცილებს შეერთებული შტატების ელჩს ქართული ოცნება. მავნებელი და არშემდგარი ელჩი - ამ სიტყვევით ემშვიდობება ხელისუფლება ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელს. ოცნება შოკშია, რადგან ელექტრონული არჩევნები, რომლის დანერგვითაც ხელისუფლება ამაყობს, ამერიკელმა დიპლომატმა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ელჩი არ გამორიცხავს, რომ თუ მკაცრი კონტროლი არ იქნება ელექტრონული არჩევნებიც შესაძლოა, გაყალბდეს. ამის შემდეგ დეგნაზე ნამდვილი შტურმი დაიწყო.
გამოდით, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში და უზრუნველყავით რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი - ეს კელი დეგნანის ერთ-ერთი ბოლო გზავნილია საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ელჩმა თავისი სათქმელი ყოველგვარი დიპლომატიური რევერანსების გარეშე თქვა - პირდაპირ და მწვავედ. ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნები ხარვეზიანი იყო. მომავალი წელს გაყალბების თავიდან ასაცილებლად კი გრძელვადიანი და მკაცრი კონტროლია აუცილებელი.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.