სააკაშვილის სახელით გამარჯვების კამპანია იწყება - ტურნეს სოფო ჯაფარიძე ხვალ ბათუმიდან დაიწყებს
ჩაერთვება თუ არა წინასაარჩევნო კამპანიაში მიხეილ სააკაშვილი. ამერიკულ ნიუსვიკთან ინტერვიუში მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მას გადამწყვეტი როლი აქვს შესასრულებელი საქართველოში. ვიდრე სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება, მისი სახელით გამარჯვების კამპანია იწყება, რაც პრაქტიკულად საარჩევნო კამპანიის გახსნას ნიშნავს. პირველი ეტაპი რეგიონებში ჩასვლა და ხალხის აზრის მოსმენაა. ახალ კამპანიას სათავეში სოფო ჯაფარიძე უდგება. პირველი ქალაქი კი სადაც, მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრები დაიწყება ბათუმი იქნება.
დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.