ბათუმიდან ჩამოვფრინდი, ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? - მამუკა ხაზარაძე ბრალდებას პასუხობს

21.08.23 22:12
ბათუმიდან ჩამოვფრინდი, ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? - მამუკა ხაზარაძე ბრალდებას პასუხობს

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "ხალხის ძალის" წევრის, ზურაბ ქადაგიძის ბრალდებებს "ფეისბუკზე" პასუხობს და წერს, რომ თბილისში ბათუმიდან ჩამოფრინდა. ხაზარაძე სოციალურ ქსელში ბილეთების ფოტოსაც აქვეყნებს.

"გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი.
ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? ეს ბათუმის ბილეთები. თუ გინდათ, სელფსაც დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ. წარმატებები გეოგრაფიაში TV IMEDI", - წერს მამუკა ხაზარაძე.

მანამდე ზურა ქადაგიძემ "ლელო" თავის პოსტზე მონიშნა და ჰკითხა, თუ რა ხდებოდა  მოსკოვი-თბილისის რეისზე.

"რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე? ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა გისმენთ", - დაწერა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა.

 

 

მსგავსი სიახლეები