მივდივარ ატლანტაში, რათა რადიკალმა მემარცხენე პროკურორმა დამაკავოს - ტრამპი

22.08.23 09:48
მივდივარ ატლანტაში, რათა რადიკალმა მემარცხენე პროკურორმა დამაკავოს - ტრამპი

"მივდივარ ატლანტაში, რათა რადიკალმა მემარცხენე პროკურორმა დამაკავოს," - ეს განცხადება ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.

ტრამპი გეგმავს, რომ ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის ციხეში ხუთშაბათს ნებაყოფლობით გამოცხადდეს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მას 2020 წლის არჩევნებში ჩარევის საქმეზე წაუყენეს. ამ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი დასთანხმდა გირაოს სახით 200 000 აშშ დოლარის გადახდასა და გათავისუფლების სხვა პირობებს.