მეტროში მოძრაობა შეფერხებული იყო - მგზავრების თქმით, ვაგონში შუქი ჩაქრა

22.08.23 09:53
მეტროში მოძრაობა შეფერხებული იყო - მგზავრების თქმით, ვაგონში შუქი ჩაქრა

მეტროში, საბურთალოს ხაზი რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მუშაობდა. მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მატარებელი გაჩერდა და ვაგონში შუქი ჩაქრა.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში "ტვ პირველს" უთხრეს მეტრო სულ 4 წუთით გაჩერდა - მიზეზი კი ტექნიკური ხასიათის იყო.

ამ დროისთვის მეტროში მოძრაობა სრულად აღდგენილია.

მსგავსი სიახლეები