პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ აფრიკაშია და "აფრიკელთა ბედნიერებისთვის იბრძვის"

22.08.23 10:03
პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ აფრიკაშია და "აფრიკელთა ბედნიერებისთვის იბრძვის"

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ აფრიკაში იმყოფება და "აფრიკელთა ბედნიერებისთვის და სამართლიანობისთვის იბრძვის".

პრიგოჟინმა ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ გვიყვარს. ვაგნერი ატარებს სადაზვერვო-სამძებრო მოქმედებებს. ვაგნერი ქმნის რუსეთს კიდევ უფრო დიადს ყველა კონტინენტზე, ხოლო აფრიკას - კიდევ უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება აფრიკელი ხალხის. ვანადგურებთ ISIS-ის, ალ ქაიდას და სხვა დაჯგუფებებს", - ამბობს პრიგოჟინი.

მანამდე ცნობილი იყო, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფებოდა, სადაც "ვაგნერის" ხელმძღვანელი ამბობდა, რომ თავის მებრძოლებთან ერთად რათაც დროის განმავლობაში ბელარუსში დარჩებოდნენ და ბელარუსული არმიისგან “მსოფლიოს მეორე არმიას” შექმნიდნენ.

მსგავსი სიახლეები