საბერძნეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერ დეკლარაციას ხელი მოაწერა

22.08.23 10:22
საბერძნეთმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერ დეკლარაციას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საბერძნეთის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საერთო დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

დეკლარაციის თანახმად, ოფიციალური ათენი აცხადებს, რომ გააგრძელებს უკრაინის სამხედრო, ტექნიკურ, თავდაცვით და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, ასევე ომის დასრულების შემდეგ მის აღდგენაში წვლილის შეტანას. 

ზელენკის ინფორმაციით, საბერძნეთი უკრაინელ პილოტებს გადაამზადებენ.

"საბერძნეთი F-16-ის უკრაინელი პილოტების მომზადებაში მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა ზელენსკიმ.

ათენში ვიზიტამდე უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტით იმყოფებოდა დანიასა და ჰოლანდიაში.

მსგავსი სიახლეები