"ძვირდება, რა უნდა ვქნათ, მაინც უნდა ჩავასხათ საწვავი" - რუსეთში ბენზინი ყოველდღიურად ძვირდება
პანიკა რუსეთში - დიდ ქალაქებში ბენზინი ყოველდღიურად ძვირდება. ბენზინგასამართი სადგურიდან კი ზოგიერთი დასახელების საწვავი საერთოდ გაქრა. პუტინის წინააღმდეგ ხალხის უკმაყოფილების ახალმა ტალღამ იფეთქა.
ერთი ავზის გასავსებად მჭირდება 35 40 ათასი, რამდენი უნდა ვიმუშაო, რომ ეს დანახარჯი ამოვიღო. ამაში კარგი არაფერი არ არის," - ამბობს რუსეთის მკვიდრი.
ძვირდება , რა უნდა ვქნათ, მაინც უნდა ჩავასხათ საწვავი," - ამბობს რუსეთის მოქალაქე.
უფრო მომგებიანია საწვავის საზღვარგარეთ გაყიდვა. ეს ფაქტია, თუმცა, ამისთვის მთავრობის განაკუთრებული გადაწყვეტილებაა საჭირო. როგორი გადაწყვეტილებაა ეს. რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ გაყიდვა უფრო მოგებიანია," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.