კობახიძე ირწმუნება, რომ გახარიას მამაცაშვილზე, ჩხარტიშვილსა და ფარცხალაძეზე არაფერი უთქვამს
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ირწმუნება, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას, მამაცაშვილზე, ჩხარტიშვილსა და ფარცხალაძეზე არაფერი უთქვამს.
"მე ვუსმენდი და ასეთი განცხადება არ გაკეთებულა"- თქვა კობახიძემ "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ.
ვანო ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი და ოთარ ფარცხალაძე- ქვეყნის სამი გავლენიანი მინი ოლიგარქი ექპერემიერმა გუშინ ამხილა.
კითხვაზე, ოთარ ფარცხალაძე, ვანო ჩხარტიშვილი, უჩა მამაცაშვილი უწყობდნენ თუ არა ხელს, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფციული რისკები გაჩენილიყო და ყველა მათგანისთვის მიუხურავს თუ არა კარი“, გახარიამ თქვა, რომ: „ყველასთვის არა, მაგრამ მაქედან რამდენიმესთვის კი“.