საქართველოში საწვავზე ფასი სექტემბერში 15-25 თეთრით გაიზრდება
საქართველოში საწვავზე ფასი 15-25 თეთრით შემოდგომით გაიზრდება - ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ფასის მატება გარდაუვალი იქნება.
ეკონომისტები "პირველებთან" განმარტავენ, რატომ ვერ ხდება საწვავის ფასის რეგულირება - მიზეზი საქართველოს ბაზრის რუსეთზე მიბმაა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის სავალუტო პრობლემაც.
ხდება ისე, რომ საწვავზე ფასები გაზრდილია - რუსეთა ექსპორტი შეამცირა, ამიტომ ჩვენი ბაზარი, რომელიც დამოკიდებული იყო საწვავის მხრივ 80 პროცენტით რუსეთის ბაზარზე, ცხადია, რომ საქართველოშიც დაიწყება ფასების აწევა. გვქონდა პროგნოზი, რომ სექტემბერში კიდევ ველოდებით 15-25 თეთრით საწვავზე ფასების მატებას. ერთადერთი გამოსავალი აქ არის ის, რომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო ნავთობპროდუქტების სააგენტო, სადაც დასაქმდება პროფესიონალები და არა ნეპოტიზმით, ბიძაშვილ-მამიდაშვილებს ჩართავენ შიგნით, ამის შემდეგ შეიძლება ფასების დარეგულირებაც და კონკურენციის გაზრდაც,“ - ამბობს ნიკა შენგელია.
ვინაიდან ვახდენთ ქვეყანაში ნავთობის იმპორტს, რომლის ღირებულება განისაზღვრება დოლარში, ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ნავთობის ფასი, ისე მისი ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა - ღირებულება განისაზღვრება დოლარში. შესაბამისად, სანამ საქართველოში არ მოხდება სავალუტო პრობლემის გადაჭრა და იქნება ტურბოლენტური ვალუტის კურსი, რომელიც წარმოქმნილია არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, იქამდე გვექნება რყევები ფასთან მიმართებაში,“ - ამბობს ეკონომისტი ოთარ აბესაძე.