დიდი დიღომი ურბანული კატასტროფის წინაშე - "ოცნების" შემწირველ ბიზნესმენს ცათამბჯენის აშენების უფლებას აძლევენ
დიდი დიღომი კატასტროფის წინაშეა - ახალ მშენებლობას მწვანე შუქს, სავარაუდოდ, პარასკევს აუნთებენ. საკრებულოში განიხილავენ პროექტს, რომელიც დასახლებისთვის საფრთხის შემცველია.
150 000 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე ახალი ქალაქის გააშენებას აპირებენ, ამ პროექტს კი სათავეში კობა კვეტენაძე უდგას, რომელიც "ოცნების" შემწირველი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. კვეტენაძე დიღომში მრავალსართულიანი კორპუსების აშენებას აპირებს, რასაც მწვანე საფარიც შეეწირება და სამანქანო გზებიც მნიშვნელოვნად დავიწროვდება.
საკრებულოს ოპოზიციაში, კი ამბობენ, რომ "ოცნება" პარტიასთან დაკავშირებულ ბიზნეს სუბიექტების საშუალებით მყარ მატერიალურ სარგებელს იქმნის, იმისათვის, რომ 2024 წლის არჩევნები გააყალბონ.
პრობლემურია ჭავჭავაძის პროექტი, ნამორაძის, ჩხარტიშვილის. ეს არის გვარები ქართული ოცნების პარტიასთან დაკავშირებული ბიზნეს სუბიექტების, რომლებსაც ქართული ოცნება იყენებს იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის შეიქმნას მყარი მატერიალური სარგებელი იმისთვის, რომ ეს ფული მომართოს მორიგჯერ არჩევნების გასაყალბებლად", - ამბობს თბილისის საკრებულოს წევრი პარტიიდან "ხალხისთვის", ნინო წულაძე.