იმ პირობებში, რომ სააკაშვილი იყოს ციხეში და ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე, ეს არის ანეკდოტი - ხაბეიშვილი

22.08.23 12:14
იმ პირობებში, რომ სააკაშვილი იყოს ციხეში და ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე, ეს არის ანეკდოტი - ხაბეიშვილი

"იმ პირობებში, როცა ფაქტობრივად, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ასი ათასობით ხმას რომ აძლევს საქართველოს მოქალაქე, იყოს ციხეში და ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე, ეს არის ანეკდოტი," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

ხაბეიშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაშია ჩართულია.

ამას არ დაიჯერებს არავინ, ამიტომ ამ უახლოეს პერიოდში ორი მნიშვნელოვანი რამ არის გადასაწყვეტი. პირველი - პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, მას უნდა შეეძლოს საარჩევნო პროცესში ჩართვა, რამდენად მისცემს მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას, მეორე საკითხია. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ვილაპარაკოთ არჩევნების თავისუფლებაზე და გამჭვირვალობაზე. რაც შეეხება მოქალაქეობას, პრეზიდენტი სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო გამოიყვანა მართლა უკუნი სიბნელიდან და ჭაობიდან. ეს ჩვენ თაობას ყველაზე კარგად უგრძვნია, უნახავს და შეხებია. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ტექნიკური სახის მანიპულაციებს მხოლოდ „რუსული პარტია“ მიმართავს და სავარაუდოდ, შესაძლოა გამოიყენონ კიდეც, მათ შორის, პარტიის წინააღმდეგ. მე ამას არ გამოვრიცხავ,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები