მეწყრულ ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა, 5 დაკარგულ პირს შორის 4 ბავშვია - ონის მერის მოადგილე

22.08.23 12:24
მეწყრულ ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა, 5 დაკარგულ პირს შორის 4 ბავშვია - ონის მერის მოადგილე

შოვში სტიქიის ზონაში დაუმუშავებელი ტერიტორია აღარ დარჩა - ამის შესახებ განცხადება ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან შერაზადიშვილმა გააკეთა.

მერის მოადგილის თქმით, მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ნაწილი ხელმეორედ დამუშავდა. სტიქიის ზონაში ჯერ კიდევ ეძებენ 5 დაკარგულ ადამიანს, საიდანაც 4 ბავშვია.

გვიან ღამით სამი ადამიანი სოფელ ლაგვანთაში გადმოასვენეს. 28 გარდაცვლილიდან, ამჟამად 2-ს დნმ კვლევები უტარდება. აღარ დარჩა არცერთი კვადრატული მეტრი, რომელიც დამუშავებული არ არის. მოქალაქეთა თხოვნით, მიწის მასის გარკვეული ადგილები ხელმეორედ დამუშავდა.

გარდა ამისა, სამძებრო სამუშაოები როგორც მდინარე ჭანჭახის, ისე მდინარე რიონის სანაპიროებზე აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა კუნძულები, ფორმირდება კალაპოტები“, - განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები