საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დავაახლოოთ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
"საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დავაახლოოთ", – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
ფონ დერ ლაიენმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში გუშინ საბერძნეთში ჩასვლამდე დაწერა. ათენში ის ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებთან და ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება, სადაც მოლაპარაკებების მთავარი თემა ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია არის.
მიხარია ათენში რომ ვარ, რათა განვიხილოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთ ბალკანეთში ჩვენი მეზობლებისა და პარტნიორების ევროპული პერსპექტივა. ჩვენ გავაგრძელებთ ბარიერების მოხნას ჩვენს რეგიონებს შორის“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.