ის, რომ EU საუბრობს გაფართოებაზე და არ ახსენებს საქართველოს, ეს არის ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა - ლილუაშვილი

22.08.23 13:11
ის, რომ EU საუბრობს გაფართოებაზე და არ ახსენებს საქართველოს, ეს არის ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა - ლილუაშვილი

რატომ გაუშვა ხელიდან შანსი საქართველოს მთავრობამ და რატომ არ იყო ხელისუფლების წარმომადგენელი ათენში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე - პარტია "საქართვლოსთვის" პასუხისმგებლობას გაშველი შესაძლებლობის გამო საქართველოს მთავრობას აკისრებს. 

დეპუტატ ბექა ლილუაშვილის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო დასავლურ გზას ჩამოშორდეს.

ის, რომ ევროკავშირი საუბრობს დღეს გაფართოებაზე და ახსენებს უკრაინას და მოლდოვას და არ ახსენებს საქართველოს, ეს არის ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ქვეყანა, რომელიც იყო ასოცირებული ტროს ლიდერი, წამყვანი ქვეყანა და დღეს საერთოდ არ არის ხსენებული დანარჩენ ორ ქვეყანასთან ერთად, ეს არის ამ ქვეყნისთვის კეთილდღეობის ზრდის მოპარვა, ამ შანსების წართმევა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ისინი ყველა გზას იყენებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დააზიანონ ამ ქვეყნის დასავლური განვითარების გზა,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

მსგავსი სიახლეები