სანამ ტელეფონი დაუჯდებოდათ, ხალხი შველას იხვეწებოდა - ენმ-ის წევრი შოვის ტრაგედიაზე

22.08.23 13:18
სანამ ტელეფონი დაუჯდებოდათ, ხალხი შველას იხვეწებოდა - ენმ-ის წევრი შოვის ტრაგედიაზე

"2 საათი Facebook გვერდზე, სანამ ტელეფონი დაუჯდებოდათ, ხალხი შველას იხვეწებოდა, ვინც ცოცხლები გადარჩნენ და ვისაც ხედავდნენ - წივილ-კივილი ისმოდა ადგილიდან," - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დიმიტრი ფერაძემ გააკეთა.

ფერაძის თქმით, შოვში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ის ადგილზე მალევე მივიდა და საკუთარი თვალით ნახა, რომ სამაშველო ღონისძიება დაგვიანებით დაიწყო.

უსაფრთხოების საბჭო არსებობს, რომელიც საგანგებოდ უნდა შეკრებილიყო, უნდა ჩამოსულიყო პრემიერი ღარიბაშვილი, სადაც არ უნდა ყოფილიყო, როგორც ვიცით, სხვა ქვეყანაში იმყოფებოდა და ადგილზე უნდა გაცნობოდა სიტუაციას. როგორც ვიცით, 24 საათის შემდეგ ჩამოვიდა ბატონი პრემიერი. ადამიანებს სჭირდებოდათ დახმარება და დახმარება დაიწყო 3-4 საათის შემდეგ. 4 საათის განმავლობაში ვინ იყო ცოცხალი, ვინ სუნთქავდა, ვინ მიწის ქვეშ იყო, ვისი რა დახმარება შეიძლებოდა, ეს ხომ არავინ იცის. 

პირველ რიგში, სახელმწიფოს, რაც უნდა გაეკეთებინა, 40 წუთში ვერტმფრენი უნდა გამჩნდარიყო ადგილზე და ყველა ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული,“ - ამბობს დიმიტრი ფერაძე.

მსგავსი სიახლეები