ვიხილეთ ფეხების ბაკუნი "ქართული ოცნების" მხრიდან მომავალი ელჩისთვის - ლილუაშვილი

22.08.23 13:30
ვიხილეთ ფეხების ბაკუნი "ქართული ოცნების" მხრიდან მომავალი ელჩისთვის - ლილუაშვილი

„ვიხილეთ ფეხების ბაკუნი რეალურად ქართული ოცნების მხრიდან მომავალი ელჩისთვის,“ - ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ამერიკის ელჩზე კელი დეგნანზე თავდასხმას.

ლილუაშვილს შთაბეჭდილება რჩება, რომ „ოცნების“ მიზანს მომავალ ელჩზე გავლენის მოხდენის მცდელობაა.

საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არ დაწყებულა არც გუშინ, არც გუშინ, არ შეწყდება არც დღეს - არც ხვალ. ეს არც ირაკლი ზარქუას გადასაწყვეტია და არც ბიძინა ივანიშვილის, ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები