ურბანული გენოციდი საბურთალოზე - "ოცნების" დეპუტატი 40-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს
ურბანული გენოციდის საფრთხე არსებობს საბურთალოზეც. ალექსიძის 15 ნომერში "ოცნების" მილიონერი დეპუტატი ზონის ცვლილებას ითხოვს.
გოჩა ენუქიძისა და მისი ოჯახის კომპანია ამ ტერიტორიაზე 40-სართულიანი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. თუმცა თუ პარასკევს საკრებულო ამ მშენებლობასაც მწვანე შუქს აუნთებს, მაშინ სახეზე მინიმუმ ქალაქის გენგეგმიდან გადახვევა იქნება.
ადგილი, რომელიც ახალი მშენებლობის ეპიცენტრი ხდება, ოპოზიციის მტკიცებით, სარეკრეაციოო ზონაა.
აღნიშნული პირი, ითხოვს საზოგადოებრივი საქმიანი ზონის ჩანაცვლებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაზე ინტენსიური მშენებლობის უფლებას აძლევს თბილისის მერია ქართული ოცნების დეპუტატს, მაგრამ ესეც არ იკმარეს და მოითხოვენ კოეფიციენტის გადაჭარბებას, რაც ნიშნავს იმას, რომ გოჩა ენუქიძეს, აქ თავის დროზე, თუ უნდოდა 21 სართულიანი კორპუსის ჩადგმა, დღეს იგი უკვე აპირებს 38 სართულიანი შენობის განთავსებას. ეს ტერიტორია, მდებარეობს ისტორიულ-კულტურულ ნაწილში და რეკომენდაცია არის გაცემული, რომ აქ მასიური მშენებლობები, რომლებიც ამოვარდნილი იქნება ამოვარდნილი ურბანული ქსოვილიდან, არ შეიძლება. შარშან, აქ ქვათაცვენის პროცესი დაიწყო, იმიტომ, რომ ეს არ არის კლდე, ეს არის ქანები, რომლებიც არ არის მყარი რეალურად და დიდი დატვირთვა ამ ქუჩის მაღალი მშენებლობებით არ შეიძლება", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა გოგოლაძე.