EU-მა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 1,5 მილიარდი ევრო გამოყო

22.08.23 15:47
EU-მა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 1,5 მილიარდი ევრო გამოყო

ევროკავშირმა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 1,5 მილიარდი ევრო გამოყო. ინფორმაცია ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მის მცდელობებში, აღადგინოს ქვეყანა და უზრუნველყოს სახელმწიფოს ფუნქციონირება. დღეს ჩვენ უკრაინისთვის 1,5 მილიარდი ევრო გამოვყავით", - ამბობს ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ევროკავშირი უკრაინას მომავალშიც გაუწევს ფინანსურ დახმარებას. ლაიენის თქმით, 2022 წლის მაისიდან ევროკავშირს უკრაინისთვის საერთო ჯამში, 19,2 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი.

მსგავსი სიახლეები