ფემიციდის შემთხვევა კასპში - დაკავებულია ცოლის მკვლელობაში ბრალდებული
ფემიციდი კასპის მუნიციპალიტეტში - სოფელ ხანდაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულია ასაკოვანი კაცი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ცოლი მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.