ხელისუფლება ცდილობს დისკრედიტაცია მოახდინოს პროფესიონალების - პატარაია
"ამ საქმის არასრულწყოფილად წამოწევა და შეცდომაში შეყვანა საზოგადოების, მხოლოდ იმის ბრალია, რომ ხელისუფლება ცდილობს დისკრედიტაცია მოახდინოს პროფესიონალების" - ეს განცხადება "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ გააკეთა.
პატარაიას თქმით, თეა გოდოლაძეა ის, ვინც ძალადობაზე ჩივის და ახლა ამ საქმის სეისმოლოგის წინააღმდეგ შემოტრიალება ემსახურება იმ მიზანს, რომ გოდოლაძის დისკრედიტაცია მოხდეს.
წელიწადნახევრის წინ ქალბატონი თეა გახდა ძალადობის მსხვერპლი. ჩვენ პირველივე დღიდანვე ჩართული ვართ ამ საქმეში, მას აქვს დაზარალებულის სტატუსი. მოძალადე ცდილობდა, რომ ბრალი აქეთ დაედო, შემაკავებელი ორდერიც გამოიცა, მაგრამ სასამართლომ გააუქმა ეს ორდერი.
ეს არის აბსოლუტურად შეთითხნილი საქმე თეას წინააღმდეგ, ხოლო ნამდვილი საქმე მოძალადის წინააღმდეგ სასამართლოში უკვე მიმდინარეობს და გირაოთია გამოშვებული.
ამ საქმის არასრულწყოფილად წამოწევა და შეცდომაში შეყვანა საზოგადოების, მხოლოდ იმის ბრალია, რომ ხელისუფლება ცდილობს დისკრედიტაცია მოახდინოს პროფესიონალების და ნებისმიერი იმ ადამიანის, რომელიც მწვავე შეკითხვებს სვამს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით და აკრიტიკებს ქვეყნის პოლიტიკას განაშენიანებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით,“ - ამბობს ბაია პატარაია.